სიახლეები

ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის ვიზიტი აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი კრისტიან ემაუსი.

წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პოლკოვნიკი ემაუსი აკადემიის იუნკერებს შეხვდა და მათ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის მნიშვნელობისა და საქმიანობის შესახებ ესაუბრა.