სიახლეები

ლიდერის ჩამოყალიბების პროგრამა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ჯანჯულიამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის პერსონალს პრეზენტაცია წარუდგინა „ლიდერის ჩამოყალიბების პროგრამის“ შესახებ. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული მოთხოვნებისა და ფასეულობების შესაბამისად.

ლიდერის ჩამოყალიბების პროგრამა მიზნად ისახავს იუნკერებში კარგი ლიდერისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების გაღრმავებას და შემდგომში მათ სრულფასოვან ლიდერებად ჩამოყალიბებას. პროგრამის ფარგლებში, იუნკერების შეფასება ხდება, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე სხვადასხვა სამეთაურო თუ საშტაბო თანამდებობებზე.

სასწავლო ბატალიონის მეთაურმა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დაასრულა.