სიახლეები

ტრენინგები აკადემიის თანამშრომლებისთვის

სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგები: „საბიუჯეტო ორგანიზაციების გადასახდელების გადახდა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის“,  „პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკის“, „ლიდერობისა და გუნდური მუშაობის პრინციპების“ და „ინვენტარიზაცია საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ შესახებ.

აღნიშნული ტრენინგები მიზნად ისახავს აკადემიის  სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირების პროფესიულ განვითარებასა და მათი თანამდებობებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას.

ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ საბიუჯეტო კლასიფიკაციას, დაეუფლნენ პრეზენტაციის ჩატარების მეთოდებს, პრეზენტაციისთვის საჭირო მასალების მომზადების ტექნიკასა და აუდიტორიისთვის ინოფრმაციის მიწოდების გზებს. მათ ასევე შეისწავლეს გუნდური მუშაობის პრინციპები და ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ჩატარების წესები.

ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე, რაც ითვალისწინებს მათთვის სხვადასხვა ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების ორგანიზებას.