დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ, დოქტორს ილიას ჩილოღლუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აკადემიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრეს.
დღესვე, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა და პროფესორ, დოქტორმა ილიას ჩილოღლუმ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად აკადემიასა და უნივერსიტეტს შორის განხორციელდება ერთობლივი კვლევითი პროექტები, საგანმანათლებლო და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამები.