სიახლეები

პროექტი ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის (GΨPA) ორგანიზებით ჩატარდა პროექტი "ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში".

პროექტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის  ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილების უფროსი ქალბატონი თინათინ კროპაძე სტუდენტებს შეხვდა და მათ აკადემიაში მომუშავე ფსიქოლოგების ფუნქცია-მოვალეობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა. მან ასევე განიხილა კონკრეტული შემთხვევები და სტუდენტების  მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

აღნიშნული პროექტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს,  საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს, დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები ეცნობიან ძალოვან სტურქტურებში ფსიქოლოგების მუშაობის სტრუქტურას, სამუშაო აღწერილობასა და დასაქმების პერსპექტივებს.