სიახლეები

ზურა მხეიძის ლექცია საბაკალავრო სკოლის იუნკერებისთვის

დღეს, ინსტრუქტორ-ანალიტიკოსმა ფსიქოლოგიის მიმართულებით, ფსიქოლოგმა ბატონმა  ზურა მხეიძემ ხელმძღვანელობასა და ხალხის მართვასთან დაკავშირებით ლექცია წაიკითხა აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებისთვის.

პირადი გამოცდილების საფუძველზე ბატონი ზურა იუნკერებს ხელმძღვანელობის სხვადასხვა ტიპებზე, ურთიერთობისა და კომუნიკაციის მნიშვნელობასა და მართვის ელემენტებზე ესაუბრა. აღნიშნულმა თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია მომავალ ოფიცრებში.

ლექციის მეორე ნახევარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. იუნკერების კითხვები ძირითადად ეხებოდა წარმატებული ლიდერისა და ხელმძღვანელისთვის დამახასიათებელ თვისებებს.