ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასრულდა გენდერულ მრჩეველთა სამდღიანი სემინარი - „გენდერული საკითხების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“.
სემინარის ფარგლებში ტრენერებმა გენდერული თანასწორობის ძირითად ცნებებზე, გენდერულ როლებზე, სტერეოტიპებზე და კონფლიქტის დროს გენდერული ნიშნით ძალადობასა და სექსუალურ ძალადობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს საერთაშორისო გენდერული პოლიტიკა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციასა და თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის პოლიტიკა.
სემინარმა დიდი ინტერესი გამოიწვია გენდერულ მრჩევლებში, დისკუსიების მსვლელობისას მონაწილეებმა ბევრი საინტერესო საკითხი განიხილეს, მათ შორის გენდეურლი მრჩევლების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
აღნიშნული სემინარი გენდერულ მრჩევლებს დაეხმარება უკეთესად გაეცნოთ მათზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას, რათა შემდგომ შეძლონ მიღებული ცოდნის სრულფასოვნად გამოყენება და გენდერული კუთხით გადაწყვეტილების მიღების დროს დახმარება გაუწიონ ხელმძღვანელობას.
სემინარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ტრენერებთან ერთად თანამშრომლობით გაიმართა.