დღეს, ინსტრუქტორ-ანალიტიკოსმა ფსიქოლოგიის მიმართულებით, ფსიქოლოგმა ბატონმა ზურა მხეიძემ აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის ლექცია წაიკითხა ხელმძღვანელობასა და ხალხის მართვასთან დაკავშირებით.
პირადი გამოცდილების საფუძველზე ბატონი ზურა მომავალ ოფიცრებს ხელმძღვანელობის სხვადასხვა ტიპებსა და მართვის ელემენტებზე ესაუბრა. მან ასევე განიხილა დასჯისა და წახალისების სტრატეგიები. აღნიშნულმა თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელებში.
ლექციის მეორე ნახევარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.