სიახლეები

ყაზბეგის მარათონი 2016

4 სექტემბერს, დაბა სტეფანწმინდაში “ყაზბეგის მარათონი” გაიმართა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადმა შემადგენლობამ მიიღო.

გარბენში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სამთავრობო სტუქტურის წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოს 34 ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენი მონაწილეობდა.

მიმდინარე წლის საქველმოქმედო ღონისძიების სლოგანია  „ბავშვთა ლეიკემია განკურნებადია“ და შემოსული თანხა მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის „მშობელთა სახლს“ გადაეცემა, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან ჩამოსული პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არის განკუთვნილი.