სიახლეები

ლექცია სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებისთვის სტრატეგიულ სამხედრო ლიდერობასთან დაკავშირებით ლექციები წაიკითხეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ქალბატონმა თეონა აქუბარდიამ.

გენერალური შტაბის უფროსი კოლეჯის მსმენელებს ოპერატიულ დონეზე ლიდერობასა და მენეჯმენტზე ესაუბრა. ბრიგადის გენერალმა შეიარაღებულ ძალებში სტრატეგიული სამხედრო ლიდერის როლი და მისთვის დამახასიათებელი თვისებები განიხილა.

ქალბატონი თეონა ოფიცრებს პოლიტიკურ-სტრატეგიული დონის ლიდერობაზე ესაუბრა. ლექციის მსვლელობისას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ყურადღება სამხედრო პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების დროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის როლზე გაამახვილა. ქალბატონმა თეონამ საერთაშორისო პრაქტიკაზეც ისაუბრა.

ლექციის დასრულების შემდეგ კურსის მსმენელებმა სტუმრებს კითხვები დაუსვეს სამხედრო და სტრატეგიულ ლიდერობასთან დაკავშირებით.