სიახლეები

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ახალი კომენდანტი ჰყავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის თანამდებობა ვიცე-პოლკოვნიკმა ზეზვა ლიპარტელიანმა დაიკავა.

აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ აკადემიის თანამშრომლებს ახალი კომენდანტი წარუდგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ვიცე-პოლკოვნიკ ლიპარტელიანს აკადემიის კომენდანტის თანამდებობაზე დანიშვნამდე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს თავდაცვის ატაშეს თანამდებობა ეკავა.

სხვადასხვა პერიოდში ვიცე-პოლკოვნიკი ლიპარტელიანი მუშაობდა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მოსამზადებელი კურსის უფროსისა და აშშ-ს ცენტრალურ სარდლობაში საქართველოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობებზე. მას ასევე დაკავებული ჰქონდა სხვადასხვა სამეთაურო და საშტაბო ანამდებოა. იგი მონაწილეობდა ერაყში მშვიდობისა და აღდგენის ოპერაციაში.

ზეზვა ლიპარტელიანმა სამხედრო განათლება აშშ-ის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში მიიღო, ხოლო 2003-2004 წლებში საზღვაო ქვეითი ოფიცრის საწყისი მომზადების სკოლაში ოფიცრის საწყისი და ძირითადი კურსები გაიარა.