ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, დღეს, აკადემიის იუნკერებს შორის ცურვის სხვადასხვა სახეობაში სიმბოლური შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას ასევე იღებდა კაპრალი რევაზ გორგაძე. 100 მეტრზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში პირველი ადგილი იუნკერმა ალეკო დავითაიამ დაიკავა, 100 მეტრზე კომბინირებულ ცურვაში - იუნკერმა მოსე ხაბეიშვილმა, 100 მეტრზე ბრასით ცურვაში კი იუნკერმა დავით ლაცაბიძემ. გამარჯვებულებს შესაბამისი სიგელები და საჩუქრები აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზეზვა ლიპარტელიანმა და იუნკერთა ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯანჯულიამ გადასცეს.