ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ფრანგმა კადეტებმა სტაჟირება გაიარეს. ოთხკვირიანი სტაჟირების კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში კადეტები ქართველ მსმენელებთან ერთად ესწრებოდნენ ლექციებს, მონაწილეობდნენ საველე სწავლებებში. კრისტოფერ ალჰაუსი და ამედე დე სენტ-პერი საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნენ. მათ მაღალმთიან რელიეფზე რთულ კლიმატურ პირობებში ექსპერიმენტალურ სროლებში ქართველ სამხედროებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ისინი ავღანეთში ჩასატარებელი ოპერაციების შემაჯამებელ სწავლებაზეც იმყოფებოდნენ. კადეტებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური თბილისში, მცხეთასა და გორში მოეწყო. ისინი აკადემიის მსმენელებთან ერთად დიმიტრი ამილახვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებული ფილმის ”პრინცი ამილახვარის” ჩვენებასაც დაესწრნენ.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტაჟიორთა მოვლინება პირველად მოხდა. ფრანგი კადეტები საქართველოში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საფრანგეთის რესპუბლიკის სენ-სირის სამხედრო აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდნენ. თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი სენ-სირის სამხედრო აკადემიაში თავდაცვის ეროვნული აკადემიის ორი მსმენლის მივლინებას ითვალისწინებს.