საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები დაესწრნენ.
სახელმწიფო ჰიმნი თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა შესარულა, რის შემდეგაც მემორიალთან შეკრებილებმა დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. “დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ 1921 წლის თებერვლის დღეებში დაღუპულ იუნკერტა ხსოვნას. მათი გმირობა ჩვენთვის არის დიდი ბიძგი, რათა მომავალში გავაგრძელოთ ის საქმე, რაც მათ ვერ დაასრულეს და ვემსახუროთ საქართველოს”-განაცხადა კადეტმა ზურაბ ბაქრაძემ.