საქართველოში ვიზიტით მყოფი საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის მსმენელთა 37 კაციანი დელეგაცია გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. ფრანგი მსმენელები აკადემიის რექტორს ანდრო ბარნოვს და სამეთაურო-საშტაბო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ანდრო ბარნოვმა სტუმრებს საქართველოში სამხედრო განათლების სისტემა გააცნო. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ მიიღო. ფრანგი მსმენელები კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ISAF-ის მისიისათვის მოსამზადებელ წვრთნებსაც დაესწრნენ.
საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანი სამხრეთ კავკასიაში არსებული სამხედრო-პოლიტიკური გარემოს გაცნობაა.
საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.