სიახლეები

აკადემიის მსმენელები გენერალ შალიკაშვილის სახლ-მუზეუმში

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები გურჯაანში ჯონ მალხაზ შალიკაშილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმს ესტუმრნენ. მსმენელები გენერალ შალიკაშვილის ცხოვრებასა, სამხედრო კარიერას და მისი ოჯახის ისტორიას გაეცნენ. დაათვალიერეს ძმები შალიკაშვილების პირადი ნივთები, ჯილდოები, მათთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთა მიერ საჩუქრად გადაცემული ნივთები. ასევე გაეცნენ მუზეუმში დაცულ გენერალ გიორგი კვინიტაძის პირად არქივს.

მუზეუმი გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ინიციატივით გურჯაანში, შალიკაშვილების საგვარეულო სახლში 1999 წელს გაიხსნა. 

აკადემიის მსმენელების გასვლითი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით სისტემატურად იმართება და  მიზნად ისახავს განტვირთვასთან ერთად მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.