სიახლეები

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ახალი 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო.  

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და აკადემიის შიდა ტურების წარმატებით გავლის შემდეგ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონში პირველკურსზე 72 იუნკერი ჩაირიცხა. პირველკურსელები ამჟამად ოთხკვირიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, რისი დასრულების შემდეგაც სასწავლო პროცესს შეუდგებიან.  

სასწავლო წლის დაწყება იუნკერებს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ნინო ჯოჯუამ, ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა მაღრაძემ და სასწავლო ბატალიონის წარჩინებულმა იუნკერმა, რიგითმა თენგიზ ლიჩელმა მიულოცეს.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“, რის შემდეგაც სწავლას გააგრძელებენ სპეციალიზაციის კურსებზე.

დღესვე, აკადემიის პირად შემადგენლობას უწყებრივი მედლები და საპატიო სიგელები გადაეცათ.