სიახლეები

კესტუტის იანკაუსკასი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიას ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში კესტუტის იანკაუსკასი ესტუმრა. ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში აკადემიის კომპლექსი დაათვალიერა და მსმენელებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუმარმა ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში კესტუტის იანკაუსკასი ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში ესტუმრა. შეხვედრას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრო ბარნოვი და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი დავით ნარდაია დაესწრნენ.

”შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იყო. ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში მიმოიხილა ჩიკაგოს სამიტი. გვესაუბრა იმ სიახლეების შესახებ რაც ჩიკაგოში იქნა განხილული, ასევე ალიანსის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. ჩვენთვის, მომავალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული  ინფორმაცია”. - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ აკადემიის მსმენელმა.