სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასრულდა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "საქართველოს უსაფრთხოება ადგილობრივ და გლობალურ კონტექსტში".

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორები და ინსტრუქტორები, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებდნენ.

კონფერენცია აკადემიის სასწავლო სამსახურის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ მჭედლიშვილმა გახსნა.

კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნა  ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების თეორიები, საქართველოს საპენსიო რისკები და გამოწვევები, საქართველოს როლი  და ადგილი გლობალურ სამყაროში, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული გამოწვევები და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხები.

სამეცნიერო კონფერენცია მონაწილეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია და იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. მსგავსი კონფერენციები ასევე ემსახურება უმაღლეს სასწავლებლებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.