სიახლეები

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. დღეს, ურმას რეინსალუ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა გოგა ქველაძემ უმასპინძლა. მან ესტონელ სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სასწავლო პროცესი გააცნო. 

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი აკადემიის მსმენელებს შეხვდა და ლექცია წაუკითხა თემაზე „ესტონეთის გამოცდილება ნატოსთან: პარტნიორობიდან ალიანსის წევრობამდე“. ურმას რეინსალუსთან სტუდენტების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

საქართველოს სამხედრო განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ესტონეთის თავდაცვის მინისტრს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა გააცნო. გოგა ქველაძემ და ურმას რეინსალუმ განათლების სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ესტონეთი და საქართველო სამხედრო განათლების სფეროში წლების განმავლობაში თანამშრომლობენ. ესტონეთში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართველი ოფიცრები იღებენ განათლებას. ესტონელ სამხედროებს კი საშუალება აქვთ სამთო მომზადება საჩხერის PfP (პარტნირობა მშვიდობისათვის) მომზადების სკოლაში გაიარონ.   

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ურმას რეინსალუ საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი ქართველ კოლეგას დიმიტრი შაშკინს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერს ხელი.