სიახლეები

ლიტვა-საქართველოს ერთობლივი სწავლების გახსნა აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყო ერთკვირიანი ლიტვა-საქართველოს ერთობლივი  ბრიგადის დონის სწავლება რუკის გამოყენებით (MAPEX), რომელშიც მონაწილეობას საქართველოსა და ლიტვის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები იღებენ.

აღნიშნული სწავლების ფარგლებში, დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

ლიტვა-საქართველოს ერთობლივი სწავლება მოიცავს ლექციებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლის მთავარ მიზანს ერთობლივი ტაქტიკური/ოპერაციული შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. სწავლების ფარგლებში ვიზიტი ასევე დაგეგმილია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში „კრწანისი“.