უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს თანამედროვე და ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოყენებით, მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები (ოფიცრები, მკვლევარები, ანალიტიკოსები, უსაფრთხოების სპეციალისტები და ა.შ.) თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორისთვის, რომლებიც ფლობენ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების სიღრმისეულ ცოდნას, არსებული გამოწვევების კვლევისა და ანალიზის მეთოდებს და პრობლემის გადაჭრის გზებს.
სამაგისტრო პროგრამა იძლევა საფუძვლიან ცოდნას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნისა და წარმოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტების, სახელმწიფოს მართვის სისტემაში უსაფრთხოების სისტემის როლისა და არქიტექტურის, ფუნდამენტური დოკუმენტების, უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ.