უსაფრთხოების კვლევები

მიმოხილვა

უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს:

  • თანამედროვე და ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოყენებით, მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები (ოფიცრები, მკვლევრები, ანალიტიკოსები, უსაფრთხოების სპეციალისტები და ა.შ.) თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორისთვის(სახელმწიფო სტრუქტურებისთვის), რომლებიც ფლობენ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების სიღმისეულ ცოდნას, არსებული გამოწვევების კვლევისა და ანალიზის მეთოდებს და პრობლემის გადაჭრის გზებს.
  • სამაგისტრო პროგრამა იძლევა საფუძვლიან ცოდნას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნისა და წარმოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტების, სახელმწიფოს მართვის სისტემაში უსაფრთხოების სისტემის როლისა და არქიტექტურის, ფუნდამენტური დოკუმენტების, უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ.

 

უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა  მოიცავს  120 ECTS კრედიტს, მათ შორის: 

I ნაწილი - 60 ECTS კრედიტი  

II ნაწილი - 60 ECTS კრედიტი 

 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  I ნაწილის კურსდამთავრებულს ენიჭება უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხი 60 კრედიტის დაგროვების შედეგად, რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად:  

40 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო  სასწავლო კურსები; 

20 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები. (შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 50).  

 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  II ნაწილის კურსდამთავრებულს ენიჭება კვლევის მაგისტრი უსაფრთხოების კვლევებში აკადემიური ხარისხი 60 კრედიტის დაგროვების შედეგად, რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად:  

20 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსი;  

10 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები (სულ შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 20); 

30 კრედიტი - სამაგისტრო ნაშრომი (საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი).