მობილობა აკადემიაში

შიდა მობილობა

შიდა მობილობა ბაკალავრიატში

აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის თანახმად, შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება იუნკერს წარმოეშობა უმაღლესი აკადემიური განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის ერთი სემესტრის შემდეგ (გარდა მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის იუნკერებისა), მხოლოდ პირველი და მესამე სემესტრის ბოლოს (მეოთხე სემესტრის შემდგომ ყველა იუნკერს ეზღუდება შიდა მობილობით სარგებლობის უფლება). ამ პუნქტის მიზნებისათვის სწავლის პერიოდში არ შედის ის დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც იუნკერს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის/იუნკერის სტატუსი.

შიდა მობილობის უფლება იმ სტუდენტებს/იუნკერებს, რომლებმაც ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წელს და შემდგომ, წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც შეესაბამება მის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩაბარებულ აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის საჭირო სავალდებულო საგნებს.

 

შიდა მობილობა მაგისტრატურაში

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება იუნკერს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ (გარდა თავდაცვის ანალიზის საგანმანათლებლო პროგრამის იუნკერებისა), სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა იუნკერის სტატუსი.