ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით მიიღებიან:
- სტუდენტები, რომლებსაც 2025 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი;
- რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:
✔ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა - 20 მისაღები ადგილი
✔ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 20 მისაღები ადგილი
✔ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა - 20 მისაღები ადგილი
✔ მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 10 მისაღები ადგილი
✔ საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 10 მისაღები ადგილი
✔ სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 10 მისაღები ადგილი
საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 25 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: 577 39 01 94; 2 30 52 85. სამოქალაქო მიმართულების სასწავლო განყოფილების უფროსი: 595 05 24 89.
კანდიდატების შერჩევა განხორციელდება შემდეგი კომპონენტების შესაბამისად:
საბუთების შემოტანის დროს კანდიდატმა უნდა იქონიოს სპორტული ფორმა - ფიზიკური ტესტირების გასავლელად.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მობილობით გადმოსული ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლა. აღნიშნული კურსიდან ამორიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვეღარ შეძლებს აკადემიაში სწავლის გაგრძელებას.
საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს 9-წლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს 4 - წლიან სწავლებასა და 5 - წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი".
შერჩეული პირები, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული კრედიტების მიუხედევად, ჩაირიცხებიან ბაკალავრიატის პირველ კურსზე (არ მოხდება არსებული კრედიტების აღიარება).
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის უსაფრთხოებისა და სამხედრო პროფილის სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.
საბუთების ნუსხა:
შენიშვნა: კანდიდატი წინა უმაღლეს სასწავლებელში შექმნილ სტუდენტის პირად საქმეს წარმოადგენს მოგვიანებით.