უსაფრთხოების კვლევები

მიმოხილვა

უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს:

  • თანამედროვე და ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოყენებით, მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები (ოფიცრები, მკვლევრები, ანალიტიკოსები, უსაფრთხოების სპეციალისტები და ა.შ.) თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორისთვის(სახელმწიფო სტრუქტურებისთვის), რომლებიც ფლობენ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების სიღმისეულ ცოდნას, არსებული გამოწვევების კვლევისა და ანალიზის მეთოდებს და პრობლემის გადაჭრის გზებს.
  • სამაგისტრო პროგრამა იძლევა საფუძვლიან ცოდნას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნისა და წარმოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტების, სახელმწიფოს მართვის სისტემაში უსაფრთხოების სისტემის როლისა და არქიტექტურის, ფუნდამენტური დოკუმენტების, უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ.

 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის უსაფრთხოების კვლევის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ენიჭება 120 კრედიტის დაგ­რო­ვების შე­დე­გად, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:

  • 96  კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსი;
  • 30 კრედიტი - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტი;
  • 24 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები (შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 94 კრედიტი).