საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ძირითადი ფუნქციები

კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის  შესაბამის სამსახურებთან კოორდინირება, მათ   შორის, მედიის   წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების,  საინფორმაციო და ვიზუალური მასალების   მომზადება   და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება.

სახელისუფლებო სტრუქტურებთან, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება

    1. სამსახურის ფუნქციებია:

    ა) აკადემიის შიდა კომუნიკაციების უზრუნველყოფა;

    ბ) სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება;

    გ) აკადემიის მიმართულებების, მათი საქმიანობის, ასევე აკადემიური პერსონალის პოპულარიზაცია;

    დ) საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების რექტორთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრის დაგეგმვა - განხორციელება;

    ე) საჭიროებისამებრ პრესკონფერენციების, საგანგებო ბრიფინგების, ინტერვიუების, ასევე სემინარების და ტრეინინგების ორგანიზება;

    ვ) განხორციელებული პროექტების შეფასება და შედეგების მიხედვით მომდევნო ღონისძიებების დაგეგმვის გაუმჯობესება;

    ზ) შემოსული პროექტების განხილვა და მათი განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

    თ) აკადემიის ვებ-გვერდის მართვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება და მუდმივი განახლება.

    ი) აკადემიის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნება;

    ლ) აკადემიის სხვადასხვა სტრუქტურების მიერ აკადემიის ლოგოს გამოყენებაზე, საიმიჯო ბეჭდვითი მასალის და სხვა ატრიბუტიკის დამზადების პროცესის კოორდინაცია;

    მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, აკადემიის წესდებას და წინამდებარე დებულებას.

აკადემიის მიმართულებების, მათი საქმიანობის, ასევე აკადემიური პერსონალის პოპულარიზაცია.

აკადემიის ვებ-გვერდის მართვა, კონპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის განთავსება და განახლება.

აკადემიის სოციალური ქსელების მართვა, ინფორმაციის განთავსება და განახლება.