იუნკერთა სასწავლო ბატალიონი

ძირითადი ფუნქციები

იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სწავლებისა და სწავლის პროცესის ხარისხის ინტენსიური ზრდა;

ბ) არსებული სპეციალობების მიხედვით სწავლების ორგანიზება და კონტროლი;

დ) პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა;

ე) იუნკერთა პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური და პროფესიული დონის ამაღლება;

ვ) სამხედრო პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლება;

ზ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო- მატერიალური ბაზის დაგეგმვა და ორგანიზება.

  1. თავისი ფუნქციების შესასრულებლად იუნკერთა სასწავლო ბატალიონი:

ა) ადგენს სამხედრო საქმის სასწავლო პროგრამებს და სილაბუსებს;

ბ) უზრუნველყოფს იუნკერთა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

გ) შეიმუშავებს სასწავლო გეგმებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

დ) ახორციელებს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ორგანიზებასა და კონტროლს;

ე) აღრიცხავს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შეიარაღებას, საბრძოლო აღჭურვილობას და სხვა ქონებას;

ვ) უზრუნველყოფს იუნკერთა ფიზიკური მომზადების ორგანიზებას;

     ზ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით, ამ დებულებით და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.