საერთაშორისო ურთიერთობები და სამხედრო დიპლომატია

მიღება

პროგრამაზე სწავლის მსურველებს უნდა ჰქონდეთ არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად:

  • მსურველმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • შიდა გამოცდა სპეციალობაში;
  • ჩააბარებენ აკადემიის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის გამოცდას STANAG 2/2/2/2  ან წარმოადგენენ ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს მინიმუმ CEFR B2 (ან შესაბამისი დონის TOEFEL/ILTS/ECL ან სხვა საერთაშორისო ინგლისური ენის გამოცდა) ან წარმოადგენენ დიპლომს/სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან სამხედრო საკარიერო კურსი (CCC და ა.შ.);
  • კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ შიდა გამოცდა (გასაუბრების სახით) (მისაღები გამოცდის თემატიკა უნდა გამოქვეყნდეს აკადემიის ვებ. გვერდზე შიდა გამოცდის თარიღამდე 2 კვირით ადრე);
  • სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატები პროგრამაზე ირიცხებიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

     20 მისაღები ადგილი:

     10 მისაღები ადგილი;

  1. საქართველოს თავდაცვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები;
  2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები;

     5 მისაღები ადგილი;

  1. საქართველოს სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეები;

     5 მისაღები ადგილი;

  1.  საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;

      კანდიდატების საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 31 აგვისტოდან 11  სექტემბრის ჩათვლით - 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო 4 და 11 სექტემბერს - 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.    

       თავდაცვის სამინისტროს გამშვებ პუნქტზე ( მისამართი - ქ. თბილისი, დ.უზნაძის 117 ა).

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამხედრო დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 2026 წლის 23  სექტემბერს. (მისამართი: - ქ. თბილისი, დ.უზნაძის 117 ა).

ა)  კონკურსზე დაშვებულ  კანდიდატები უნდა გამოცხადნენ 2026 წლის 23 სექტემბერს მაგისტრატურაში და გაიარონ რეგისტრაცია 09:00 საათზე, ხოლო გამოცდა დაიწყება 10:00 საათზე. (მისამართი - ქ. თბილისი, დ.უზნაძის 117 ა).

ინგლისურ ენაში მისაღები გამოცდა ჩატარდება 2026 წლის 16 სექტემბერს. (მისამართი: - ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი)

ა) კანდიდატები უნდა გამოცხადნენ 2026 წლის 16 სექტემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და გაიარონ რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო გამოცდა დაიწყება 11:00 საათზე. (მისამართი: - ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი)

 

      საბუთების ნუსხა:

  1. განცხადება (ივსება საბუთების წარმოდგენისას);
  2. ავტობიოგრაფია (ივსება საბუთების წარმოდგენისას);
  3. პირადობის მოწმობა (ასლი);
  4. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი (ასლი) (არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგენს მოგვიანებით);
  5. ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (ასლი) (ან უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე ნათარგმნი ნოტარიულად დამოწმებული  დედანი  (დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ);
  6. ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატი/დიპლომი/მოწმობა) (დედანი და ასლი);
  7. მიღებული სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
  8. ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი;
  9. ცნობა სამსახურის ადგილიდან (იმ კანდიდატისათვის, რომელიც ოფიციალური წერილით არ არის წარმოდგენილი აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფო ინსტიტუტებიდან);
  10. საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდიდან - www.naec.ge);
  11. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით – 1 ცალი;
  12. მუყაოს საქაღალდე.

საკონტაქტო პირი: მაგისტრატურის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ირაკლი უჩაძე +995 577 19 19 80;