ა) სწავლების/სწავლის ხარისხის ზრდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
ბ) სპეციალიზირებული მეცადინეობების დაგეგმვა და ჩატარება;
გ) აკადემიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარების ხელშეწყობა;
დ) პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ამაღლება;
ე) სამხედრო განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვა და ორგანიზება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს სასწავლო პროგრამების და სილაბუსების შემუშავებაში;
ა) წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობს აკადემიური საბჭოს მუშაობაში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს სასწავლო პროგრამების შემუშავებაში;
გ) ახორციელებს სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად შესაბამის ღონისძიებებს;
დ) აღრიცხავს სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის შეიარაღებას, საბრძოლო აღჭურვილობას და სხვა ქონებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ცენტრის პირადი შემადგენლობის ფიზიკური მომზადების ორგანიზებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;