2025 წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტარდება ნატოს შერჩეული (SELECTED) სტატუსის მქონე კურსი „კონტრტერორიზმი და ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლა“. 2025 წელს ჩატარდა ორი საპილოტე კურსი ეროვნულ დონეზე, ხოლო 2026 წელს, ნატოს მიერ კურსის სერტიფიცირების შემდგომ კურსი ჩატარდა საერთაშორისო დონეზე და კურსმა უმასპინძლა 6 ქვეყნის 10 მონაწილესა და თავდაცვის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებს.