ნატოს საერთაშორისო კურსი

კურსის შესახებ ინფორმაცია

კურსი „კონტრტერორიზმი და ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლა“ არის ნატოს „შერჩეული“ („Selected“) სტატუსის მქონე კურსი, რომელიც განთავსებულია NATO-ს განათლებისა და წვრთნების შესაძლებლობების კატალოგში (ETOC კოდი: CTM-CT-37187). კურსი ასევე რეგისტრირებულია პარტნიორობის რეალურ დროში ინფორმაციის მართვისა და გაცვლის სისტემაში (ePRIME).

 

კურის მიზანი

კურსის მიზანია უზრუნველყოს მონაწილეებისათვის თეორიული ცოდნის მიწოდება და გააძლიეროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რათა წარმატებით გაუმკლავდნენ ტერორიზმისა და მეომბოხეთა მოძრაობებისგან მომდინარე საფრთხეების მასშტაბურ ხასიათს.  კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს ეფექტური კონტრტერორიზმისა და ამბოხების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიები, რომლებიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და თანამედროვე ინოვაციურ სტრატეგიებს.

 

კურსის ზოგადი აღწერა

ეს კურსი განკუთვნილია საშუალო რგოლისა და მაღალი დონის პროფესიონალებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის (CT) და მეამბოხეობასთან ბრძოლის (COIN) საქმიანობაში, მათ შორის სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების პერსონალისთვის, სამხედრო და სადაზვერვო ოფიცრებისთვის, სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის, კერძო სექტორის უსაფრთხოების ექსპერტებისა და აკადემიური მკვლევრებისთვის.

სამიზნე აუდიტორია

კურსის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ საბაზისო გამოცდილება ეროვნული უსაფრთხოების, სამართალდამცავი საქმიანობის ან შესაბამის სფეროებში და ისწრაფოდნენ საკუთარი კომპეტენციის გაღრმავებისკენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ანალიტიკურ ასპექტებში.

კურსის მოთხოვნები

კურსზე დამსწრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგიდან ერთ ერთ პირობას/პირობებს:

 

Ø  უნდა მსახურობდეს სამხედრო დაზვერვის, უსაფრთხოების ფუნქციის მატარებელ შესაბამის ქვედანაყოფში;

Ø  უნდა მსახურობდეს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფში რომელთაც მიზნებში ერთ-ერთ მიმართულებად გაწერილი აქვთ ტერორიზმთან ბრძოლა, კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარება;

Ø  უნდა მსახურობდეს ბრიგადის შტაბში, გენერალურ შტაბში თავდაცვის, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებში შესაბამის პოზიციებზე.

Ø  უნდა მსახურობდეს კონტრტერორისტული პოლიტიკის განმახორციელებელ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში;

Ø  უნდა მუშაობდეს/მსახურობდეს ბრიგადის შტაბში, გენერალურ შტაბში თავდაცვის, შინაგა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებში, პროკურატურაში, კონტრტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ უწყებებში შესაბამისი მიმართულებებით.

Ø   საქოქალაქო პირი უნდა მუშაობდეს და უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება ბრიგადის შტაბში, გენერალურ შტაბში თავდაცვის, შინაგან და საგარეო სამინისტროებში, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებში, კონტრტერორისტულ უწყებებში, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურაში, ასევე თავდაცვის, შინაგან, უსაფრთხოებისა და დაზვერვის საგანმანათლებლო/სამეცნიერო დაწესებულებებში შესაბამისი მიმართულებებით.

რანგის დონე

კურსი განკუთვნილია სამხედრო (OF-2, OF-3, OF-4, OF-5, OR-6, OR-7, OR-9) და სამოქალაქო  სამართალდამცავი, უშიშროების/დაზვერვის ოფიცრების, აკადემიკოსებისა და ექსპერტებისათვის.

 

ენობრივი კომპეტენცია:

ინგლისური STANAG 6001 – დონე 2/2/2/2 (მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა)

CEFR დონე: B2

უსაფრთხოების კლასიფიკაცია

კურსი  არის ნატო არასაიდუმლო

ცოდნის სიღრმე: 300

კურსის ხანგრძლივობა 5 დღე

კურსი ღიაა შემდეგი ქვეყნებისა და პარტნიორობის ფორმატებისათვის:

PFP (პარტნიორობა მშვიდობისთვის), MD (ხმელთაშუა ზღვის დიალოგი), ICI (სტამბოლის თანამშრომლობის ინიციატივა), ერაყი, ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, პაკისტანი, მონღოლეთი, კოლუმბია.