ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთ პრიორიტეტს მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალის მომზადება წარმოადგენს, რომელიც მომავალში წარმატებით გააგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და სამხედრო კარიერას თავდაცვის ძალებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფასდაუდებელია ის საერთაშორისო გამოცდილება და მხარდაჭერა, რასაც აკადემიას უცხოეთის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები უზიარებენ.
ეროვნული თავდაცვის აკადემია მუდმივად ზრუნავს, რათა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა და იუნკერებმა/მსმენელებმა რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. აკადემიის წარჩინებულ იუნკერებს ეძლევათ შანსი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაგეგმილ სემესტრულ, კვლევით, აკადემიურ, სამხედრო, სპორტულ, კულტურულ კურსებსა და ღონისძიებებში, რაც ემსახურება იუნკერთა კვალიფიკაციის ამაღლებას და აკადემიის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე. გარდა ამისა, აკადემიის იუნკერები კონკურსის წარმატებით გავლის საფუძველზე, სწავლას აგრძელებენ სრულ საბაკალავრო პროგრამებზე აშშ-ის სამხედრო აკადემიაში, აშშ-ის საზღვაო აკადემიაში, საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლაში, გერმანიის ბუნდესვერის უნივერსიტეტში, თურქეთის სახმელეთო ძალების აკადემიაში და თურქეთის საჰაერო ძალების აკადემიაში.
ეთა-ს ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმებული აქვს შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან:
მემორანდუმის ფარგლებში აკადემიის პირად შემადგელობას და იუნკერებს აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მოკლევადიან გაცვლით პროგრამასა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა აკავშირებს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვა უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც.
მართალია, აკადემიას ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებთან არ აქვს გაფორმებული ოფიციალური თანამშრომლობის დოკუმენტი, მაგრამ ურთიერთობები ინტენსიურად ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა აკადემიის ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობა, ბიბლიოთეკის გამდიდრება, სამხედრო ინსტრუქტორების და აკადემიური პერსონალის გადამზადება, კვლევითი საქმიანობის გააქტიურება, სამხედრო Erasmus + პროგრამის ფარგლებში ახალი საგრანტო პროექტების ინიცირება.