მმართველობა

რექტორი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი

ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე

 

განათლება:

სამოქალაქო

2021 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის აკადემიური ხარისხი;

2020 საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

2007 ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით მაგისტრი;

1999 გაერთიანებული სამხედრო აკადემიის, ისტორიის ბაკალავრი.

სამხედრო

2015-2017 ბუნდესვერის მართვის აკადემია – გენერალური და საადმირალო შტაბების საერთაშორისო სასწავლო კურსი;

2002 კაპიტნის საკარიერო კურსი. ბუნდესვერი, გერმანია;

1995-1998 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის სამხედრო აკადემია;

1994-1995 გაერთიანებული სამხედრო აკადემია. თბილისი, საქართველო.

 

სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი:

2020 - გერმანია-საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები XX საუკუნის პირველ ნახევარში;

2020 - გერმანიის საგარეო პოლიტიკა და საქართველო;

2020 - ,,სარტყელისა და გზის'' ინიციატივა - საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი;

2020 - ცოდნას მივყავართ გამარჯვებამდე (საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირება სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში);

2019 - გერმანიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესი საქართველოში 20-ე საუკუნის პირველ მეოთხედში;

2019 - გერმანია-სართველოს დიპლომატიური ურთიერთობები;

2019 - გერმანულ-ქართული ურთიერთობები შუა საუკუნეებში, გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლება საქართველოში XIX საუკუნის დასაწყისში;

2019 - საქართველო-გერმანიის გეგმები პირველი მსოფლიო ომის წინ;

2019 - საქართველო-გერმანიის სამხედრო ურთიერთობები ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატში;

2019 - გერმანია-საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობა 1918-2018 წლებში.

 

მონაწილეობა კონფერენციებსა და პროექტებში:

2019 - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;

2019 - ევროპულ-ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები, ეროვნული თავდაცვის აკადემია;

2019 - მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - მსოფლიო და კავკასია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

2019 - საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - საქართველოს თავდაცვის ძალების როლი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისათვის, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი;

2019 - ,,აკადემიური წერის ტექნიკები'' (INTEGRITY), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2019 - ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის (INTEGRITY), ერასმუს+ ის ინსტიტუციური განვითარების პროექტი;

2019 - კრიტიკული აზროვნების სემინარი ,,ლიდერობისთვის'', ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა;

2020 - სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ცოდნას მივყავართ გამარჯვებამდე'', ეროვნული თავდაცვის აკადემია;

2020 - გერმანიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფოკუსირება საქართველოსთან მიმართებაში, კავკასიის უნივერსიტეტის მე-6 წლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია;

2020 - საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,გლობალური-რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის ძალები'', ეროვნული თავდაცვის აკადემია.