ინფორმატიკა

მიმოხილვა

ინფორმატიკის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს  ინფორმატიკის კვალიფიცირებული სპეციალისტი, აკადემიური ხარისხით ‘’ინფორმატიკის ბაკალავრი“,  კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, თანამედროვე და ფუნდამენტურ მიმართულებებში ფართო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე სპეციალისტი. შეასწავლოს კომპიუტერული სისტემებისა და გამოთვლითი გარემოს შექმნის, განვითარებისა და უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე მეთოდები. ჩამოუყალიბოს თეორიულ და პრაქტიკულ კონტექსტში წარმოქმნილი პრობლემების გაგების, ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები.  გამოუმუშაოს პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა.