NATO-ს პროგრამები
ეროვნული თავდაცვის აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-ს „სამხედრო განათლების განვითარების პროგრამასთან” (Defence Education Enhancement Program DEEP). ექსპერტული გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა კურსებისა თუ ტრენინგების ორგანიზებით, ნატო-ს აღნიშნული პროგრამა ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მხარდაჭერას უწევს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების/კურიკულუმების დახვეწაში, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებაში, სტუდენტთა შეფასებასა და სწავლების მეთოდოლოგიის განვითარებაში. აკადემიასა და DEEP-ს შორის გაფორმებულია სამოქმედო გეგმა, რომლის განახლებაც ხდება ყოველწლიურად აკადემიის პრიორიტეტებიდან და ახალი საჭიროებებიდან გამომდინარე.
აკადემია ასევე თანამშრომლობს ნატო-ს ენების საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროსთან (Bureau of International Language Co-ordination, BILC), რომელიც მხარდაჭერას უწევს აკადემიაში ინგლისური ენის სწავლებას, სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვასა და შეფასების პროცესს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, აკადემიის ბაკალავრიატის ინგლისური ენის მასწავლებლები წელიწადში რამდენჯერმე ესწრებიან ინგლისური ენის სწავლებასთან და სწავლების მეთოდოლგიასთან დაკავშირებულ კურსებს საზღვარგარეთ.