ორგანიზაციული სტრუქტურა

სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი

სსიპ  – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის

სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 

  1. ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში - აკადემია) სწავლებების მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო (სტრუქტურულ) ერთეულს.
  3. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აკადემიის წესდების, აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
  4. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის და რექტორის პირველი მოადგილის  წინაშე.

 მუხლი 2. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის  ამოცანა

სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში მსმენელთა და იუნკერთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის, არსებული სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სასწავლო პროცესის  დაგეგმვაში, ორგანიზებაში, მონაწილეობა და მონიტორინგი.

 მუხლი 3. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის  ძირითადი ფუნქციებია

         ა)  სწავლების/სწავლის ხარისხის ზრდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

        ბ) სპეციალიზირებული მეცადინეობების დაგეგმვა და ჩატარება;

        გ) აკადემიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარების ხელშეწყობა;

       დ) პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ამაღლება;

        ე) სამხედრო  განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

        ვ) კომპეტენციის ფარგლებში, აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვა და ორგანიზება;

        ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს  სასწავლო პროგრამების და  სილაბუსების შემუშავებაში;

  1. თავისი ფუნქციების შესასრულებლად სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი:

        ა) წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობს აკადემიური საბჭოს მუშაობაში;

        ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს   სასწავლო პროგრამების შემუშავებაში;

        გ) ახორციელებს სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად  შესაბამის ღონისძიებებს;

       დ) აღრიცხავს სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის შეიარაღებას, საბრძოლო აღჭურვილობას და სხვა ქონებას;

        ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ცენტრის პირადი შემადგენლობის ფიზიკური მომზადების ორგანიზებას;      

        ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

 

მუხლი 4. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობა

  1. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი, რომელსაც აკადემიის რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
  2. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ცენტრს და წარმართავს მისი ყოველდღიური საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის მიერ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლს;

გ)    უზრუნველყოფს ცენტრის მიერ საბრძოლო მომზადების ორგანიზებას;

დ)  მონაწილეობას იღებს სასწავლო წლის ძირითადი ღონისძიებების კალენდარული გეგმის, სასწავლო გეგმების და პროგრამების შედგენაში;

ე) მონაწილეობს სასწავლო დისციპლინების მიხედვით ტესტირებების და გამოცდების მომზადებასა და ჩატარებაში;

ვ) ახორცილებს ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას;

ზ)  კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს ცენტრის ბიუჯეტის შემუშავებაში;

თ)  პერიოდულად, ცენტრის პირადი შემადგენლობისაგან იბარებს ანგარიშს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ი)   აკადემიის რექტორის პირველ მოადგილესთან შუამდგომლობს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს;

კ)  ადგენს ცენტრის პირადი შემადგენლობის მიერ შვებულებების გამოყენების რიგითობას და უთანხმებს რექტორის პირველ მოადგილეს;

ლ) ცენტრის ოპტიმიზაციის მიზნით უზრუნველყოფს წინადადებების წარდგენას  აკადემიის რექტორის პირველ მოადგილესთან, საშტატო ნუსხაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;

მ)   კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს აკადემიის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში;

ნ)   უზრუნველყოფს ცენტრის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული მეცადინეობების პერიოდულ კონტროლს, ნაკლოვანების დადგენას და მათი აღმოფხვრის გზების განსაზღვრას;

ო)   უზრუნველყოფს ცენტრის პირადი შემადგენლობის მიერ საბრძოლო მომზადების დონის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად  შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

პ) უზრუნველყოფს უსაფრთხოების ზომების დაცვასა და მის კონტროლს მეცადინეობების (განსაკუთრებით საველე სწავლებების) ჩატარების დროს;

ჟ)  ახორციელებს ცენტრზე  რიცხული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კონტროლს, განყოფილებების მიხედვით მათი  განაწილების ორგანიზებას, სწორი გამოყენებისა და შენახვის კონტროლს;

რ)   შუამდგომლობს ცენტრის პირად შემადგენლობას აკადემიის რექტორის პირველ მოადგილესთან   კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;

  ს)   ახორციელებს აკადემიის წესდებით, ამ დებულებითა და აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.

 

მუხლი 5. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები

  1. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მხარდაჭერისა და განვითარების ჯგუფი;

ბ) სიმულაციის სასწავლო ჯგუფი.

  1. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია:

ა) მხარდაჭერისა და განვითარების ჯგუფი:

        ა.ა)  კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს  სასწავლო პროგრამების და სილაბუსების შემუშავებაში;

        ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და 

           ორგანიზებაში;

         ა.გ)  სპეციალიზირებული მეცადინეობების დაგეგმვა და ჩატარება;

          ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მსმენელთა და იუნკერთა მაღალი აკადემიური მოსწრების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

          ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

ბ) სიმულაციის სასწავლო ჯგუფი:

   ბ.ა) სასწავლო წლის ძირითადი ღონისძიებების კალენდარული გეგმის, სასწავლო გეგმების და პროგრამების შედგენაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება;

   ბ.ბ) სიმულაციური ან/და პეინტბოლებით მეცადინეობების ჩატარება;

   ბ.გ) სიმულაციური ან/და პეინტბოლებით მეცადინეობების მიმდინარეობის დროს  მომხდარი შემთხვევების და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ცენტრის  უფროსზე დროული მოხსენება;

   ბ.დ) უზრუნველყოფს სასწავლო მეთოდური მუშაობის ორგანიზებულად წარმართვას;

   ბ.ე) მონაწილეობას ღებულობს სასწავლო-მატერიალური ბაზის შექმნაში და გაუმჯობესებაში, უზრუნველყოფს მის სწორ ექსპლუატაციას;

   ბ.ვ) მონაწილეობს აკადემიის და სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში;

   ბ.ზ) უზრუნველყოფს უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას მეცადინეობის ჩატარების დროს

   ბ.თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

  1. სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის პირადი შემადგენლობის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მათი სამუშაო აღწერილობებით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიის რექტორი.

 

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.