ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2020 წელს გაიხსნა პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის აკადემიის ისტორიის ამსახველი საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილია აკადემიის, როგორც ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის განვითარების ისტორია დაარსებიდან დღემდე.
საგამოფენო სივრცის დაარსებისა და ფუნქციონირების მიზანია იუნკერებში, როგორც მომავალ ოფიცრებში, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და გაძლიერება.