სიახლეები

სიახლეები

პრაქტიკული ლექცია სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებისთვის

4 მაისი 2017

პრაქტიკული ლექცია სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებისთვის

დღეს, სამეთაურო-საშტაბო კურსის სტაბილურობის ოპერაციების მოდულის ხელმძღვანელი ინსტრუქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი და აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) წარმომადგენელი, თადარიგის პოლკოვნიკი ჯონ სკოტი სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს აფრიკის რესპუბლიკაში სტაბილურობის ოპერაციების დაგეგმვისა და მომზადების შესახებ ესაუბრნენ.
იუნკერები გერმანიაში საერთაშორისო კვირეულზე

1 მაისი 2017

იუნკერები გერმანიაში საერთაშორისო კვირეულზე

24 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს გერმანიის არმიის ოფიცერთა სკოლაში გამართულ რიგით 27-ე საერთაშორისო კვირეულში.
სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელების საველე მეცადინეობა

1 მაისი 2017

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელების საველე მეცადინეობა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს სოფელ უჯარმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდათ საველე მეცადინეობა, თემაზე: „ვახტანგ გორგასლის სამხედრო ხელოვნება - უჯარმის ბრძოლის ტაქტიკური ანალიზი.“
ეროვნული თავდაცვის აკადემია დასუფთავების აქციაში

29 აპრილი 2017

ეროვნული თავდაცვის აკადემია დასუფთავების აქციაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და იუნკერთა ბატალიონის იუნკერებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით გორის ციხის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
სამუშაო შეხვედრა სამხედრო ისტორიის კურიკულუმის თემატიკაზე

27 აპრილი 2017

სამუშაო შეხვედრა სამხედრო ისტორიის კურიკულუმის თემატიკაზე

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ინსტრუქტორებისთვის სამხედრო ისტორიის კურიკულუმის თემატიკაზე ოთხდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.