14 ივნისი 2016
სემინარი კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებისთვის
დღეს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებისთვის ჩატარდა რიგით მეოთხე სემინარი თემაზე „ეფექტური სწავლებისა და შეფასების მეთოდები“, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო ინსტრუქტორების გადამზადებას, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ეფექტური შეფასების სისტემის დანერგვას.