8 მაისი 2017
აკადემიის იუნკერები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრნენ
მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, თადარიგის პოლკოვნიკი ირაკლი ყანდარელი მოინახულეს. თადარიგის პოლკოვნიკი მომავალ ოფიცრებს მეორე მსოფლიო ომში მიღებული გამოცდილების შესახებ ესაუბრა.