სიახლეები

სიახლეები

ფიცის დადების ცერემონიალი

23 მაისი 2023

ფიცის დადების ცერემონიალი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალი გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ ახალწვეულებმა  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. კურსდამთავრებულებს ფიცის მიღების მნიშვნელოვანი დღე, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსმა, ვიცე -პოლკოვნიკმა ლაშა კლიმიაშვილმა მიულოცა.
სამხედრო - ისტორიული ლექციები სამცხე-ჯავახეთში

19 მაისი 2023

სამხედრო - ისტორიული ლექციები სამცხე-ჯავახეთში

მიმდინარე წლის 18 მაისს, ჩატარდა გასვლითი სამხედრო - ისტორიული ლექციები სამცხე-ჯავახეთში. გასვლით ლექციებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ანტიკური და შუა საუკუნეების საქართველოს გეოპოლიტიკა და სტრატეგია, ფორტიფიკაციის ისტორია და ტიპოლოგია, ციხე-სიმაგრეების აღებისა და დაცვის ხერხები და სამხრეთის რეგიონების მთლიანი ისტორია.   
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - ფსიქოლოგია და თანამედროვეობა

18 მაისი 2023

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - ფსიქოლოგია და თანამედროვეობა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ფსიქოლოგია და თანამედროვეობა“ გაიმართა.
დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშე აკადემიაში

18 მაისი 2023

დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშე აკადემიაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტსი თანმხლებ პირებთან ერთად, 18 მაისს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. დანიის სამეფოს დელეგაციას აკადემიის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშეს ვიზიტი, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, პირველად განხორციელდა. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ასევე J -5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში, ეროვნულ გვარდიასა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში.
აკადემიის წარმომადგენლები 52-ე კომენდანტების კონფერენციაზე

16 მაისი 2023

აკადემიის წარმომადგენლები 52-ე კომენდანტების კონფერენციაზე

მიმდინარე წლის 9-13 მაისს ესტონეთში, ქ. ტალინში ნატო-ს თავდაცვის კოლეჯისა და ბალტიის თავდაცვის კოლეჯის ერთობლივი ორგანიზებით დაგეგმილი ,,52-ე კომენდანტების კონფერენცია'' გაიმართა. კონფერენციას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ზურაბ ზერეკიძე დაესწრნენ.