სიახლეები

სიახლეები

სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში

13 ოქტომბერი 2020

სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში

2020 წლის 12 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტარდება სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ,,გლობალური - რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის ძალები''.   
ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვება

17 სექტემბერი 2020

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და კურსის მსმენელებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის, საერთაშორისო მისიებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

7 სექტემბერი 2020

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამწყობრო მოედანზე აღინიშნა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომლის შემდეგ, აკადემიის იუნკერებსა და პირად შემადგენლობას სწავლის დაწყება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ მიულოცა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის მეექვსე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

1 სექტემბერი 2020

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის მეექვსე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღესთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე კურსდამთავრებულებმა ოფიცრის ფიცი დადეს. 
გასვლითი შეხვედრა მარნეულის ახალგაზრდობასთან

13 აგვისტო 2020

გასვლითი შეხვედრა მარნეულის ახალგაზრდობასთან

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდობასთან.