თანამედროვე გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საქართველოს სახელმწიფო უწყებები და მათ შორის საქართველოს თავდაცვის ძალები, დღის წესრიგში აყენებს მართვის სტრატეგიული დონისთვის პროფესიონალების მომზადებას, რომელთაც ექნებათ ღრმა სისტემური ცოდნა და შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები სახელმწიფო მართვის სპეციალიზაციით, შეეძლებათ გაუთვალისწინებელ და ცვლად გარემოში მოქმედება და კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტა.
სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების რესურსებით უზრუნველყოფის სფეროს სტრატეგიული დონისთვის კვალიფიციური სამხედრო და სამოქალაქო კადრების მომზადება, რომლებსაც გააჩნიათ:
სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ენიჭება 121 კრედიტის დაგროვების შედეგად, რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად: 67 კრედიტი - სავალდებულო სასწავლო კურსები, 24 კრედიტი - არჩევითი სასწავლო კურსები. (შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 40). პროგრამით გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტი
- 30 კრედიტი სამაგისტრო ნაშრომი.