სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული დონის კვალიფიციური სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების მომზადება, რომლებსაც ექნებათ სფეროს მულტიდისციპლინური, სისტემური და სიღრმისეული ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში და შეეძლებათ:
- საჯარო მმართველობის ყველა დონეზე (ეროვნული, მუნიციპალური, სექტორული, ორგანიზაციული) სტრატეგიული მართვის და პოლიტიკის შემუშავება;
- მმართველობითი პროცესების უწყვეტად განხორციელება და ეფექტიანი/ეფექტური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;
- საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად ახალი, ინოვაციური, უნივერსალური დემოკრატიული ფასეულობათა სისტემის შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება და მათთან დაკავშირებით სათანადო კომუნიკაცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიმღებებთან;
- ეროვნული და საერთაშორისო მეცნიერული კვლევების საფუძველზე საჯარო სექტორის ინსტიტუტების სტრატეგიული სისტემური მიდგომით მართვა;
- საჯარო სექტორში დაგეგმვის, პროგრამირების, ბიუჯეტირების და აღსრულების პროცესის ორგანიზება;
- ინფორმაციის ავტონომიურად მოძიებისა და სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი, ასევე აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი კვლევის შედეგების გადმოცემა ეროვნულ და საერთაშორისო მასშტაბით.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ენიჭება
121 კრედიტის დაგროვების შედეგად, რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად:
67 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები;
30 კრედიტი - სამაგისტრო ნაშრომი - პროგრამით გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტი;
24 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები. (შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 60).