მაგისტრატურა

უსაფრთხოების კვლევები

უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს თანამედროვე და ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოყენებით, მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები (ოფიცრები, მკვლევარები, ანალიტიკოსები, უსაფრთხოების სპეციალისტები და ა.შ.) თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორისთვის, რომლებიც ფლობენ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების სიღრმისეულ ცოდნას, არსებული გამოწვევების კვლევისა და ანალიზის მეთოდებს და პრობლემის გადაჭრის გზებს.

სამაგისტრო პროგრამა იძლევა საფუძვლიან ცოდნას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნისა და წარმოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტების, სახელმწიფოს მართვის სისტემაში უსაფრთხოების სისტემის როლისა და არქიტექტურის, ფუნდამენტური დოკუმენტების, უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ.

უსაფრთხოების კვლევების  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ენიჭება 120 კრედიტის დაგ­რო­ვების შე­დე­გად, რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად: 96 კრედიტი -  სავალდებულო სასწავლო კურსები; (მათ შორის 30 კრედიტი-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტი, სამაგისტრო ნაშრომი). 24 კრედიტი - არჩევითი  სასწავლო კურსები.(შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 61 კრედიტი).