მმართველობა

რექტორის პირველი მოადგილე

 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე

პოლკოვნიკი ლევან ქავთარაძე

 

განათლება:

სამოქალაქო

1997-2001 თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, ისტორიის მასწავლებელი (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი).

სამხედრო

2013-2015 გერმანიის შეიარაღებული ძალების ბუნდესვერის მართვის აკადემია - გენერალური და საადმირალო შტაბების საერთაშორისო კურსი (ომის კოლეჯი);

2012 თავდაცვის ეროვნული აკადემია, საშტაბო-სამეთაურო კურსი;

1999-2000 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის კავშირგაბმულობის სკოლა, ოფიცრის ძირითადი კურსი;

1997-2001 თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია (მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო-ტაქტიკური სპეციალობა).

 

 კურსები:

2015 ევროპული უსაფრთხოების კურსი,  ბუნდესვერის მართვის აკადემია;

2010 ქვეითი ბატალიონის მეთაურის კურსი,  ბუნდესვერის სატანკო ჯარების სკოლა;

2008 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეთა სამეთაურო-საშტაბო მომზადების კურსი,  საჩხერის სამთო მომზადების სკოლა;

2004  პერსონალის მართვა მომავალ მეთაურთა განათლებაში, ბუნდესვერის სამხედრო პერსონალის მართვის სკოლა, ლიდერიზმის კურსი.

 

ჯილდოები:

2019 მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული" ;

2017  მედალი ,,გენერალი კვინიტაძე“;

2014 მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი);

2013  მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული";

2013  მედალი ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის’’;

2011  მედალი ,,გენერალი მაზნიაშვილი“;

2008  მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი).