ქართულ ენაში მომზადების პროგრამა

მიმოხილვა

სსიპ - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია  საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებიც ვერ ფლობენ ქართულ ენას და სურვილი აქვთ ისწავლონ აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, სთავაზობს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:

  1. 1) არაქართულენოვანი მსმენელებისათვის  ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შეძენა  B2 დონეზე;

    2) კურსდამთავრებულებმა შეძლონ წარმატებული კომუნიკაცია ქართულ ენაზე, სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის, სხვადასხვა ტიპის (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი) ტექსტების ადეკვატურად გაგება და შექმნა (სტრუქტურაში გარკვევა და მის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება);

    3) გამოუმუშავდეთ ლექსიკური მარაგის, სწორი მორფოლოგიური ფორმებისა და  სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით წინადადებების აგების უნარი; სიტუაციის (სპეციფიკური კონტექსტის)  შესაბამისად  ენობრივი ფორმების გამოყენების უნარი; ტექსტის გაგების, კონსტრუირებისა და ინტერპრეტირებისათვის სათანადო სტრატეგიების გამოყენების უნარი; ქართული ენის გამოყენებით ქართულ  გარემოში ორიენტირების უნარი; 

    4) როგორც  სახელმწიფო ენის სწავლება, ასევე  არაქართულენოვანი მსმენელებისთვის თავდაცვის ძალებში ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის ხელშეწყობა;

     

 

ქართულ  ენაში მომზადების პროგრამაზე ჩასარიცხად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: 

 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას ამავე პუნქტით განსაზღვრული პირები მოიპოვებენ ”უმაღლესი განათლების შესახებ” სა­ქართ­ველოს კანონის  II მუხლის ჰ)35 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოც­დე­ბის მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტების შე­დეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართვე­ლოს მოქალაქეებისათვის დადგენილი წესით.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩასარიცხად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: 

1. აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და მიმდინარე წელს არ უსრულდებათ 23 წელი;

2. აბიტურიენტებს, რომლებსაც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 473  და 52-ე მუხლის 12 პუნქტის თანახმად,  ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვთ მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი ტესტი: ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი; ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი, ოსური ტესტი და აფხაზური ენის ტესტი. (საქართველოს მოქალაქეები).

აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ).

უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვა ხორციელდება სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის  და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. აბიტურიენტებმა წარმატებით უნდა გაიარონ ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში, გაიარონ სამედიცინო შემოწმება და წარმოადგინონ ყველა მოთხოვნილი საბუთი განსაზღვრულ ვადაში.

დაწვრილებითი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება აკადემიის ვებ-გვერდზე.