ქართულ ენაში მომზადების პროგრამა

მიღება

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე მიიღებიან:

1. 23 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის ქართულ ენაში მომზადების პროგრამას:

✔ ქართულ ენაში მომზადების პროგრამა - 16 მისაღები ადგილი

2. აბიტურიენტები, რომლებსაც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად,  ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვთ მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი ტესტი: ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი; ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი, ოსური ტესტი და აფხაზური ენის ტესტი. (საქართველოს მოქალაქეები).

აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ).

 

3. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში (როგორ ჩავაბაროთ ფიზიკური მომზადების ტესტი სწორად).

4. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას.

5. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.

საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 აპრილიდან 2024 წლის 20 ივნისის ჩათვლით  აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

საბუთების ნუსხა:

1.განცხადება (ივსება სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიმღებ კომისიაში);

2.ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ცალი;

3.პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ცალი;

4.დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ცალი;

5.ვეტერანის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

6.ქორწინების/განქორწინების მოწმობის ასლი, მეუღლის პირადობის მოწმობის და შვილების დაბადების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;

7.ოჯახის წევრ(ებ)ის (მეუღლე, შვილები, დედ-მამა, დედმამიშვილები) პირადობის მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში)  – 2 ცალი;

8.ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი;

9.ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი)  - 2 ცალი;

10.ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

11.ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

12.ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ფორმა N2 (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

13.ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ((ფორმა №IV-100/ა) (დედანი და ასლი) covid -19 – გადატანის შემთხვევაში მიეთითოს აღნიშნულ ფორმა 100 - ში ავადმყოფობის ისტორია) – 2 ცალი;

14.ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი, დიფტერია) (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

15.  მართვის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) (დედანი და ასლი) - 3 ცალი;

16.  ცნობა სამსახურის შესახებ/ნამსახურების ნუსხა, შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

17.  მიღებული სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;

18.   სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

19.ფერადი ფოტო 3×4-ზე 6 ცალი და CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით – 1 ცალი.