თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანატლებლო პროგრამის მიზანია სიღრმისეული ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე სამხედრო და სამოქალაქო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებსაც უსაფრთხოების ცვალებადი გარემოს პირობებში:
სფეროს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, პროგრამა მაქსიმალურადაა პრაქტიკაზე და კარიერულ პროგრესზე ორიენტირებული და მოწოდებულია მსმენელისთვის ისეთი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიწოდებაზე, რომლებიც ადეკვატურად პასუხობს თანამედროვე უსაფრთხოების სფეროსა და ქმნის საზოგადოების განვითარების წინაპირობას.
თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, მათ შორის:
I ნაწილი - 60 ECTS კრედიტი
II ნაწილი - 60 ECTS კრედიტი
თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებულს ენიჭება თავდაცვის ანალიზის მაგისტრის აკადემიური ხარისხი 60 კრედიტის დაგროვების შედეგად, რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად:
40 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსი;
20 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები (სულ შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 40).
თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებულს ენიჭება კვლევის მაგისტრი თავდაცვის ანალიზში აკადემიური ხარისხი 60 კრედიტის დაგროვების
შედეგად, რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად:
20 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები;
10 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები (სულ შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 20);
30 კრედიტი - სამაგისტრო ნაშრომი (საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი).